ტალინში საერთაშორისო თავდაცვითი კვლევების ცენტრის დირექტორმა მეთიუ ბრაიზამ სომხეთის ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათ სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს.
„სომხეთმა დაკარგა არჩევანის თავისუფლება, მათ თავი რუსეთისაგან ენერგეტიკის კუთხით სრული დამოკიდებულების მდგომარეობაში ჩაიგდეს, რომელმაც ამ ქვეყნის მთელი ენერგეტიკული სტრუქტურა შეიძინა“.
მისი სიტყვებით, აშშ მრავალი წლის განმავლობაში სთავაზობდა რუსეთისგან ენერგომატარებლების მიწოდებაზე დამოკიდებულება შეემცირებინა.
ბრაიზას თქმით, სომხეთმა ეს არ გააკეთა და შედეგად რუსულმა კომპანიებმა სომხეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები შეისყიდეს.
ეს სომხეთის ხელისუფლების სტრატეგიული შეცდომა იყო – აღნიშნა მან.
ბრაიზა მიიჩნევს, რომ არასწორი იქნება სომხეთში ამჟამინდელი პროტესტის და უკრაინაში მოვლენების შედარება, რადგან ორივე შემთხვევა უნკალურია.
„აუცილებელია სომხეთის ხელისუფლება რუსულ ენერგეტიკულ კომპანიებთან სალაპარაკო მაგიდას მიუსხდეს“ – განაცხადა ექსპერტმა.
მისი სიტყვებით, არასწორი იქნება სომხეთში საპროტესტო მოვლენების გამო დანაშაულის აშშ-ზე გადაბრალება, რადგან ვაშინგტონს ამ მოვლენებთან არანაირი დამოკიდებულება არ გააჩნია.
წყარო:http://vesti.az