ხვალ, 16 საათზე ლანჩხუთში ოლიმპიურ ცეცხლს შემოიტანენ.
ცეცხლის შემოტანის პატივი საქართველოს პარლამენტის ლანჩხუთის მაჟორიტარ დეპუტატს თემურ ჩხაიძეს ხვდა წილად, რომელიც წარსულში საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიას" კაპიტანი იყო.
ოლიმპიური ცეცხლი დღეს ოზურგეთში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პირველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვახტანგ ბლაგიძემ შეიტანა, ხოლო ჩოხატაურში ეს პატივი ყოფილ მორაგბეს, ჩოხატაურელ დიმიტრი ცინცაძეს ერგო.