დღეს "გურია ნიუსს" სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მკითხველი დაუკავშირდა და შემდეგი სახის ინფორმაცია მოგვაწოდა და ფაქტის გადამოწმება გვთხოვა:
"წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლიაში რამდენიმე დღის წინ გამგებლის წარმომადგენელმა სამი ძაღლი მოკლა. ამ დროს მასთან ერთად იმყოფებოდა პოლიციის თანამშრომელი. ადგილობრივების თქმით ორივე, გამგებელიც და პოლიციის თანამშრომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ", _ მოგვწერა მკითხველმა.
წალენჯიხის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ლიაში, ვახტანგ კვირკველია ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება:
– რა ძაღლი? მე, ვახტანგმა?! ვინ მოგაწოდოთ ინფორმაცია, მოდით, იკითხეთ და გაიგებთ.
_ ბატონო ვახტანგ, ვკითხულობთ და დაგიკავშირდით. ასევე ითქვა, რომ თქვენ ნასვამ მდგომარეობაში იყავით…
_ აუ, აუ… საერთოდ არ ვსვამ. მობრძანდით, ჩემგან კი არ უნდა იღებდეთ ინფორმაციას, ხალხს უნდა შეეკითხოთ. ეს არის ჭორები. ვიღაცა ლაყმობს, არ აქვს საქმე და გიკავშირდებიათ შემდეგ თქვენ. ეს არ შეესაბამება სიმართლეს.
შენიშვნა: ფოტო არ ასახავს შემთხვევის ადგილს