ბათუმში, სასტუმრო "რედისონში" მოძრაობა "ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" მართავს ფორუმს სახელწოდებით "თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა შშმ მოქალაქეთათვის – სახელმწიფო, თემი, სამოქალაქო საზოგადოება, თითოეულის როლი, მნიშვნელობა და გამოწვევები", "ღია საზოგადოება – საქართველოს" მხარდაჭერით იმართება.
"ღია საზოგადოება – საქართველოს" წარმომადგენლის, ნინო კიკნაძის თქმით, რეგიონებში ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. შშმ პირებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უფრო მეტი კონტაქტი უნდა ჰქონდეს, რადგან ერთად დაგეგმონ ის მნიშვნელოვანი იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც მათ აწუხებს.
"ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ახმეტელი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შშმ პირთა საკითხების მიმართებით მუშაობა სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს, შშმ პირთა თემის უფლებრივი მდგომარეობა კვლავაც პრობლემურია, მათი უფლებები ხშირად ექვემდებარება დარღვევას ან სულაც არ სრულდება; მეტიც – თემში ბევრმა დღესაც არ იცის თუ რა უფლებები გააჩნია.
"განსაკუთრებით მწვავედ ეს საკითხი დგას რეგიონებში – ინფორმაციისა და საჭირო რესურსების არ არსებობამ დიდი ზიანი მიაყენა თემს საკუთარი ინტერესების დაცვის კუთხით, რამაც შედეგად მოგვცა პასიურობა შშმ პირთა უფლებადამცველ მოძრაობაში, რაც თავისთავად აფერხებს პროგრესს და სვლას დასახული მიზნებისაკენ.
ფორუმი, ისევე როგორც ზემოთ აღნიშნული პროექტი, მიზნად ისახავს შშმ პირთა თემის მობილიზებასა და ინფორმირებას ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც მიმართულია შშმ პირთა თემისაკენ, რათა მათ შეძლონ, სურვილისამებრ, სრულყოფილად ჩაერთონ ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობაში, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს პრობლემების მოგვარების მეტად ეფექტური გზების მოძიებას და იქცევა საფუძვლად შშმ პირებისთვის თანაბარი გარემოს შექმნაში", _ თქვა გიორგი ახმეტელმა.
ვრცელ სტატიას "გურია ნიუსი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.