ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს გ.მ. საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს გურიის თანამშრომლებმა ბახმაროში მიაგნეს.
მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს რამდენიმე დღე ეძებდნენ კურორტ გომისმთასა და ბახმაროში.
სამაშველო სამსახურის უფროსის ჯანიკო ჩიტაიშვილის თქმით, გ.მ. 25 ივნისს ცხენით წავიდა ბახმაროში. უკან რომ ბრუნდებოდა, ამინდი მკვეთრად გაუარესდა. ნისლისა და წვიმის გამო თავი შეაფარა პატარა სოფელს, რომელიც ბახმაროსთან ახლოს მდებარეობს.
ისეთი ცუდი ამინდი იყო, ორი დღე გარეთ ვერ გამოვიდა. რადგან ორი დღე არ გამოჩნდა, შეშინებულმა ბავშვმა დარეკა მამა დაიკარგაო, ეგონა მგლებმა შეჭამესო. გუშინ ვნახეთ ღამე, მშიერი, სველი იყო“ _ გვითხრა ჩიტაიშვილმა.