ჩაქუჩით და სხვა ბასრი იარაღებით შეიარაღებული 3 პიროვნება სადგურის მოედანზე მეორადების მაღაზიაში შეიჭრა. თავდამსხმელებმა მაღაზიის მეპატრონეს თანხა მუქარით გამოსძალეს შემდეგ კი მიიმალნენ.
მაღაზიის მეპატრონეს ჟუნრალისტებთან განცხადება არ გაუკეთებია. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ მათ ხმაური გაიგონეს და როდესაც ადგილზე მივიდნენ თავდამსხმელები გაიქცნენ.
ადგილზე იმყოფებოდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მათ შემთხვევის ადგილიდან, სავარაუდოდ, თავდასხმის ერთ-ერთი იარაღი-ჩაქუჩი ამოიღეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.