ნიგერიის ქალაქ ჯოსში, ისლამისტური დაჯგუფების, "ბოკო ჰარამის" მიერ მოწყობილ 2 აფეთქებას 44-მდე ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა უცნობია.
DAILYMAIL-ის ინფორმაციით, პირველი აფეთქება ერთ-ერთ რესტორანთან, მეორე კი- მეჩეთთან მოხდა.
გავრცელებული ცნობით, მეჩეთთან მომხდარი აფეთქების სამიზნეს მუსლიმანი სასულიერო პირი წარმოადგენდა, რადგან ის დაჯგუფება "ბოკო ჰარამს" აკრიტიკებდა.
ნიგერიის პოლიციის ვარაუდით, შესაძლებელია დაღუპულთა რიცხვი კიდე გაიზარდოს.
როგორც ცნობილია, "ბოკო ჰარამის" მიერ განხორციელებულ ტერაქტებს ნიგერიაში 200-მდე ადამიანი უკვე შეეწირა.