ცოტა ხნის წინ რიუკიუს უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა იაპონიაში ყველაზე გავრცელებული ერთ-ერთი სახეობის პეპლებში არაჩვეულებრივი გენეტიკური ცვლილებები გამოავლინა. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, მსგავსი მუტაციები შეიძლება გამოეწვია ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუსიმა 1-ზე" რამდენიმე წლის წინ მომხდარი ავარიის შედეგებს.
სამეცნიერო კვლევების მიმდინარეობისას იაპონელმა სპეციალისტებმა "ფუკუსიმას" პრეფექტურაში შეაგროვეს სხვადასხვა სახეობისპეპლების წარმომადგენლების კოლექცია, რომლებიც „ცისფერების“ ოჯახს განეკუთვნებიან.
დაჭერილი პეპლებიდან ბევრს შეამჩნიეს მუტაციის ნიშნები – ძალზე პატარა ფრთები და ძლივს შესამჩნევი ჩაზნექილობები თვალებზე. შემდგომმა დაკვირვებებმა აჩვენეს, რომ მომავალ თაობებში ეს გენეტიკური ცვლილებები პოპულაციის მეტ ნაწილს მოიცავდა.
თუ პირველად დაჭერილ პეპლებში მხოლოდ 12 პროცენტში გამოვლინდა მუტაცია, მათ მემკვიდრეებში ეს ცვლილებები უკვე 18 პროცენტს აღენიშნებოდა.
"ჩვენ დავასკვენით, რომ ეს გარდაქმნები გამოწვეულია რადიონუკლიდებით, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ატმოსფეროში „ფუკუსიმა 1-ზე“ მომხდარი ავარიის შემდეგ მოხვდა, – განაცხადა მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთმა მონაწილემ, – სხვადასხვა სახეობა სხვადასხვანაირად რეაგირებს რადიაციაზე. ჩვენ უნდა შევისწავლოთ ცვლილებები სხვა სახეობებშიც, რათა მივიღოთ უფრო ნათელი სურათი რადიაციული დაბინძურებისა".