ნასამ ადამიანის მარსზე გადასასახლებლად წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
სნნ-ის ინფორმაციით, პირველად მარსზე ოთხი ასტრონავტი გაემგზავრება.
როგორც ცნობილია, რობერტ ბენკენი, სუნიტაბ უილიამსი, ერიკ ბოე და დუგლას ჰარლი მალე მარსზე გაემგზავრებიან.
"ჩვენ ვგზავნით ასტრონავტებს წითელ პლანეტაზე, რათა ჩვენი მიზნები დაკმაყოფილდეს. 2030 წლისთვის შევძლებთ ფოკუსირებას, როგორც ღრმა სივრცეში, ასევე ინოვაციურ საქმიანობას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე."_ განაცხადა ნასა-ს ადმინისტრატორმა ჩარლი ბოლდენმა.
"მე, როგორც ადმინისტრატორს, პრეზიდენტმა ობამამ გამომიცხადა, რომ ამერიკელი კოსმონავტების გაშვება და ამერიკის მიწაზე დაბრუნება არის მთავარი პრიორიტეტი. მან მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას კონგრესზე.“_ ამბობს ბოლდენი.
მისივე თქმით, შესაძლებელია ამ ფაქტის შემდეგ, ამერიკამ ეკონომიკურ ბაზარზე ადგილი უფრო განიმტკიცოს.
ნასას ადმინისტრატორის თქმით, ამერიკას კოსმოსში ასტრონავტის გაგზავნა რუსეთთან შედარებით იაფი დაუჯდება.
"რუსეთში ასტრონავტის კოსმოსში გაფრენა 76 მილიონ დოლარამდე ჯდება, ხოლო ამერიკაში 58 მილიონ დოლარამდე ეღირება."–ამბობს ნასა–ს ადმინისტრატორი.
როგორც ცნობილია, გეგმის განსახორციელებლად მზადება ამერიკის 36 შტატში ერთდროულად მიმდინარეობს და 350-ზე მეტი კომპანია იღებს სამზადისში მონაწილეობას.