რამდენიმე დღის წინ ჩინურ მასმედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.
ცნობილი გახდა, რომ 70-მდე ჩინელი პარლამენტარის ქონებამ 75 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ამ სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმდიდრესი ადამიანები, მათ შორის, "ჰანჯოუ ვაჰაჰას გროუპის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და კომპარტიის წევრი ძუნ ცინხოუ, რომელიც ჩინელი მილიარდერების სიას უდგას სათავეში. მისი ქონება 12 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
ცნობისთვის, ამერიკის 70 უმდიდრესი კონგრესმენის საერთო ქონება დღესდღეობით მხოლოდ 4,8 მილიარდი დოლარია. მათ შორის ყველაზე მდიდარი რესპუბლიკელი სენატორი დერელ ისაა, რომლის ქონებაც 450 მილიონია.
საინტერესოა რომ ჩინეთში ერთ მოსახლეზე შემოსავალი 10-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ამერიკაში.