ამერიკული გამოცემა THE GUARDIAN სტატიას სათაურით "საქართველო რუსეთს სამხრეთ ოსეთის გამო სამართლებრივი ნორმის დარღვევაში ადანაშაულებს", აქვეყნებს.
"გურია ნიუსი" სტატიის თარგმანს გთავაზობთ:
"ვიდრე ევროპელი ლიდერები საბერძნეთის კრიზისის პრობლემის გადაწყვეტას ცდილობდნენ, რუსებმა საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. სასაზღვრე ნიშნები ასეულობით მეტრის მანძილზე თვითნებურად გადასწიეს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბაქო-სუფსის ნავთობსადენი მილიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოაქციეს", _ წერს გამოცემა.
"ჩვენ დავკარგეთ კუთვნილი მიწა", _ ამბობს წითელუბნის მოსახლეობა გამოცემასთან საუბრისას
"კრიტიკოსების თქმით, ეს არის რუსეთის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მცოცავი ოკუპაციის შემადგენელი გეგმის მორიგი ნაწილი.
რუსეთი 2008 წელს საქართველოსთან დადებულ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას არღვევს. თუმცა ბევრ სახელმწიფოში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს ნაწილად მიიჩნევენ, ისევე როგორც უკრაინაში არ აღიარებენ პრო-რუსულ ერთ მუჭა დასახლებებს.
ევროსაბჭოს დამკვირვებლები ამბობენ, რომ სოფელ ორჭოსანთან საზღვარი 300 მეტრით არის გადაწეული.
ევროპის მონიტორინგის პრესსპიკერის, ჯონ დურნინის თქმით, რუსეთის სასაზღვრო პოლიცია ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებასა და ცხოვრებას საფრთხეს უქმნის", _ წერს გამოცემა.
THE GUARDIAN-ის ცნობით, სამხრეთ ოსეთის რეგიონიდან, სადაც რუსული ადგილობრივ ენად სცნეს, რამდენიმე ასეულ მეტრში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ავტომაგისტრალია, რომელიც დედაქლაქს შავი ზღვის პორტებსა და მეზობელ თურქეთთან აკავშირებს.
2008 წელს რუსეთის ტანკებმა სწორედ ეს გზა გამოიყენეს თბილისთან მისასვლელად და მისი კარგი დაცვის გამო 20 კილომეტრში გაჩერდნენ.
ბაქო-სუფსის ნავთობსადენში დღიურად 145 000-მდე ბარელი ნავთობი აზერბაიჯანიდან სუფსას მიმართულებით გაედინება. მისი სტრატეგიული მნიშვნელობა 2008 წელს ომის დროს გახდა ცნობილი, როდესაც აფეთქების გამო დაიხურა.
როგორც ნავთობსადენის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში გია ღვალაძე აცხადებს: "ნავთობსადენთან ტერიტორიულ სიახლოვეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს."
გამოცემის ინფორმაციით, კრემლის მხრიდან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ, თუმცა ანალიტიკოსების თქმით, ნავთობსადენი რუსეთის ინტერესებში შედის.
მოსკოვი ხაზს უსვამს ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მის შეუცვლელ როლს, ისევე როგორც უკრაინაში და ამიტომ დაგმო ნატოს სამხედრო წვრთნებში საქართველოს მონაწილეობა და მცდელობა დაეხმარონ ალიანსში შესვლაში.
რუსეთი ასევე საქართველოს პროდასავლური ორიენტაციის მქონე ყოფილი პრეზიდენტით და ამჟამად ოდესის გუბერნატორით, მიხეილ სააკაშვილით აღშფოთებულია. სააკაშვილი ცნობილი გახდა რუსეთის ამბიციასთან, შეინარჩუნოს ყოფილ საბჭოთა კავშირის სივრცეში დომინანტობა, ომით.
სამი წლის წინ მოულოდნელად გამოჩენილი კოალიცია "ქართული ოცნების" მიზანი რუსეთ-საქართველოს დაძაბულობის მოგვარება იყო. თუმცა, რუსეთი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში კიდევ უფრო გაძლიერდა.
დიპლომატიური ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებს შორის კვლავ შეწყდა, მაგრამ საქართველოს სპეციალურ წარმომადგენელმა რუსეთში, ზურაბ აბაშიძემ საზღვრის გადმოწევას "საშიში პროვოკაცია" უწოდა და პირობა დადო, რომ რუსეთის ოფიციალურ პირებს ამ კვირაში შეხვდება.
გამოცემის ინფორმაციით, სინამდვილეში ბევრი რამის გაკეთება საქართველოს არ შეუძლია, ხოლო ევროპელ ლიდერები სხვა რამეზე ფიქრობენ.
ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკიმ საბერძნეთის კრიზისის გამო საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გადადო.
ბევრს მიაჩნია, რომ დასავლეთი 2008 წლის ომის შემდეგაც ვერ აღიქვამს რუსეთის ამბიციურ გეგმებს.
"ასეთი ტაქტიკა გაურკვევლობას გაზრდის, გადაწყვეტილების მიღებას გაართულებს და კოორდინაციის ეფექტურ რეაგირებას შეანელებს", _ განაცხადა დემფსიმ.