ირანის პროვინციებში ტეჰრანში, ალბროზსა და ქაზრვინში ძლიერი წყალდიდობაა.
THE WASHINGTON POST-ის ინფორმაციით, ქვეყნის ჩრდილოეთით მთიან რეგიონებში სტიქიის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ჩინეთის რამდენიმე მოქალაქეც არის.
როგორც ცნობილია, მოვარდნილმა წყალმა 20-მდე მანქანა გაიტაცა, რომლებშიც ადამიანები და მათ შორის ახალდაქორწინებული წყვილიც იმყოფებოდა.
სტიქიის გამო მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.
მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.