დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურა დაასახელა. ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილმა შს მოქმედი მინისტრი ვახტანგ გომელაური წარადგინა. ოზურგეთში მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მყოფმა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულიკიანმა პრემიერის ამ გადაწყვეტილებაზე მედიის წარმომადგენლებთან პირველი კომენტარი გააკეთა:
"როცა ვახტანგ გომელაური დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად, ეს იუსტიციის სამინისტროსთვის, იუსტიციის მინისტრისათვის და ყველა იუსტიციელისთვის იყო ძალიან დიდი სიხარული. იმიტომ, რომ სწორედ გომელაურის მუშაობის დროს დაძმობილდა ეს ორი სამინისტრო და ვმუშაობდით ხელიხელ ჩაკიდებულები. ამიტომ ვახტანგ გომელაურს, რომელიც არის ერთგული კაცი, რომლის ნდობაც შეიძლება და რომელსაც თანამშრომლობის დიდი კულტურა აქვს, წარმატებებს ვუსურვებ." – თქვა თეა წულუკიანმა.