თურქეთისა და სირიის საზღვართან ახლოს მდებარე თურქეთის ქალაქ სურუცში აფეთქება მოხდა.
BBC-ის ინფორმაციით, კულტურულ ცენტრში მომხდარ აფეთქებას 27 ადამიანი ემსხვერპლა და ათეულობით დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
როგორც ცნობილია, ცენტრში 300-მდე სოციალისტთა ახალგაზრდული ასოციაციის წევრი იყო შეკრებილი, რომლებიც კობაინის დასახმარებლად აპირებდნენ წასვლას.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.