ბერძენმა პარლამენტარებმა ევროკავშირთან დადებულ ხელშეკრულებას კიდევ ერთხელ უყარეს კენჭი.
BBC– ის ინფორმაციით, კენჭისყრაზე რეფორმებს 230-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 5- მა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან, ხოლო 63 ისევ წინააღმდეგი წავიდა. რაც ნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრ ციპრასს შეუძლია ქვეყნის საბანკო და სასამართლო სისტემაში რეფორმა განახორციელოს.
მაუწყებლის ინფორმაციით, კენჭისყრის დროს პარლამენტის წინ ათასობით ბერძენი მოქალაქე შეიკრიბა და ქვეყანაში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებდნენ. აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
საბერძნეთის ყოფილა ფინანსთა მინისტრმა, იანის ვარუფაკისმა განაცხადა, რომ მთავრობამ საჭიროა ერთიანობა შეინარჩუნოს, მიუხედავად იმისა თუ რა შედეგი მოყვება დაგეგმილ რეფორმებს.
კენჭის ყრის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არ არის კმაყოფილი.
"ჩვენ ვირჩევთ ყველაზე რთულ კომპრომისს, რათა თავიდან ავიცილოთ ყველაზე ექსტრემალური მოვლენების განვითარება", _ განაცხადა ციპრასმა.
როგორც ცნობილია, ათენში ევროპულ ფონდებთან, რომლებიც ბერძნებს დაეხმარებიან მოლაპარაკება პარასკევს დაიწყება.