საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტზე, მოქალაქეები გიორგი თალაკვაძე, ზურაბ სურგულაძე და შპს "ხირამის" დირექტორი შოთა ხუნდაძე დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, შპს "ხირამის" სახელით დაამზადეს ყალბი სამეურნეო ოპერაციების ამსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და ხელშეკრულება, თითქოს, აღნიშნულმა საწარმომ ერთ–ერთ კომპანიას 249 700 ლარის ღირებულების სამშენებლო – სარემონტო სამუშაოები მიაწოდა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით