საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ გადაცდომები დღევანდელ ხელისუფლებასაც აქვს:
"უნაკლო ადამიანი გინახავთ? ვინც ფიქრობს, რომ უნაკლოა მას ყველაზე დიდი ნაკლი აქვს. არ არსებობს იდალური ადამიანი, არ არსებობს არცერთი მოხელე, პროფესიონალი, რომ საქმის კეთების დროს გადაცდენები არ ჰქონდეს.
მთავარია სწორი დამოკიდებულება ჰქონდეს და მაქვს მხედველობაში, რაც დავუტოვე მე გუნდს და ძალიან გაფაციცებით ვადევნებ თვალს, ეს არ დაირღვეს.
კანონი უნდა დაიცვან, რაც მეტი აქვთ თანამდებობა, მეტი მოეთხოვებათ.
ის რომ ჩვენ არ ვაცხადებთ, არ ვერევით კერძო საკუთრებაში, კეთილი ინებე და დაიცავი და არა ის, რაც ხდებოდა ადრე, პირდებოდნენ ერთს და რომ მოვიდოდნენ სხვას იწყებდნენ.
ქვეყნის სამსახურში კი არ მოდიოდნენ, ხალხის უფროსებად გვევლინებოდნენ.
ეს თამასა როგორც დავტოვე მე, პრინციპულად დაცულია. გადაცდომები, თქვენ გაიხსენეთ ჯანყარაშვილი, შეიძლება სხვებიც ნახოთ _ ხვედელიძეც, აიღეთ ნებისმიერი სახლმწიფო და ნახეთ იქ რა ხდება პოლიტიკაში.
დღეს ქართული სახელმწიფოს მთავრობა არის კონკურენტუნარიანი ასეთ საკითხებში განვითარებული ევროპის და ამერიკის სახელმწიფოსთან.
გამონათქვამები თუ გადაცდომები იყო, ნათესავის თუ მეგობრის, მაგრამ ეს არ არის ის რაც ხდებოდა, რომელსაც ემსახურებოდა მთელი საქართველო.
ნახეთ რა იყო წინათ _ ერთ გუნდს ემსახურებოდნენ და ამათ პრეტენზიები დღესაც აქვთ, რომ ეს ასე უნდა იყოს, ისევ დაბრუნება უნდათ ამის, რომ სააკაშვილია საქართველო, სააკაშვილისთვის უნდა გაკეთდეს და დანარჩენი ფეოდალებისთვის, ვინც მას ემსაურებოდნენ.
ჩვენ გადავალაგეთ ეს, რაც წერია კონსტიტუციაში ვაკეთებთ დეკლარირებას, რომ ხალხის სამსახურში მოვედით და ამ პრინციპებს დღევანდელი მთავრობა იცავს.
რა თქმა უნდა, იქ ვიღაცამ ნათესავი დანიშნა, ვიღაცამ პრემია გამოიწერა, მაგრამ ასეთი რამე ყველგან ხდება მთელ მსოფლიოში. ძალიან სერიოზული მიღწევები გვაქვს ჩვენ“, – განაცხადა ივანიშვილმა"გურია ნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.