ესპანეთში ქორწინების მინიმალური ასაკი 14 წლის ნაცვლად 16 წელი იქნება.
INDEPENDENT– ის ცნობით, 16 წლის მოზარდს დაოჯახების სურვილის შემთხვევაში მშობლების თანხმობა ან სასამართლოში ავტორიზაცია დასჭირდება, რადგან ქვეყანაში მოზარდი იურიდიულად ზრდასრულ პიროვნებად 18 წლიდან ითვლება.
საერთაშორისო ორგანიზაციები იმედს გამოთქვამენ, რომ მიღებული რეფორმა ბავშვებს სექსუალური ექსპლუატაციისგან დაიცავს.
"რეფორმა იძლევა საშუალებას თავიდან ავიცილოთ იძულებითი ქორწინება და ბავშვები, უმეტესად გოგონები, სექსუალური ექსპლუატაციისგან დავიცვათ.“_ განაცხადა ორგანიზაცია „ბავშვთა დაცვის“ წარმომადგენელმა ანა სასტრემ.
სტატისტიკის მიხედვით, ოფიციალურად ქვეყანაში სულ 5 ახალგაზრდა წყვილი დაქორწინდა, სამი 2014-ში და 2 კი 2013 წელს.
როგორც ცნობილია, უმუშევრობის გამო ახალგაზრდებს მშობლებთან ერთად ცხოვრება უწევთ, რის გამოც, დაქორწინებას ქალები 34 წლამდე , ხოლო კაცები 37 -მდე აჭიანურებენ.
მადრიდში რომას კავშირის მენეჯერმა, მარიანო გონსალესმა განაცხადა, რომ ამაში უჩვეულო არაფერია.
"ჩვენ 21 -ე საუკუნეში ვცხოვრობთ და გასაკვირი არ არის, რომ ახალგაზრდები გვიან ქორწინდებიან. მიუხედავად ჩვენი ტრადიციებისა, ეს ცხოვრებაში წინ გადადგმული ნაბიჯია."_ამბობს მარიანო გონსალესი.
როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის ქვეყნებში ინგლისში, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში, ქორწინებას და პარტნიორთან ერთად ცხოვრების დაწყებას 16 წლის ასაკში მშობლების ნებართვა სჭირდება, ხოლო 18 წლიდან ის აღარ არის საჭირო.
ამ ქვეყნებისგან განსხვავებით შოტლანდიაში ახალგაზრდებს 16 წლიდან მშობლების ნებართვის გარეშე შეუძლიათ ოჯახის შექმნა.