ამერიკელი სამხედროები თურქეთში საჰაერო დაზვერვას განახორციელებენ. ამის შესახებ WASHINGTONPOST-ის ინფორმაციით, პენტაგონში განაცხადეს.
პენტაგონის სპიკერის, ჯეფ დავისის თქმით, სამხედრო თვითმფრინავებში მსხდომი შეიარაღებული ჯარისკაცები, მთელი კვირის განმავლობაში, თურქეთის საჰაერო სივრცეში სადაზვერვო ფრენებს აწარმოებენ.
"ამ ეტაპზე, საჰაერო დარტყმები ჯერ არ ხორციელდება, თუმცა სადაზვერვო ფრენები დაიწყო."_განაცხადა მან.
როგორც ცნობილია ,სირიის სიახლოვე ამერიკელ პილოტებს საშუალებას აძლევს სირიის საჰაერო სივრცეც გააკონტროლონ. თუმცა ერთ-ერთი ამერიკელი სამხედრო პირის თქმით, რომელმაც WASHINGTONPOST-ის ცნობით, ანონიმურად დარჩენა ისურვა, ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობს.
"ეს შესაძლებლობა დროულად რეაგირების საშუალებას მოგვცემს, თუმცა დამოკიდებულია სიახლოვესა და სადგურის სიხშირის ხანგრძლივობაზე."_განაცხადა მან.
როგორც ცნობილია, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია გეგმავს სირიაში "ისლამურ სახელმწიფოსთან" ახალი ძალებით ბრძოლას. ამერიკელი სამხედროები მზად არიან თურქები მოამზადონ, დახმარება გაუწიონ მათ სამხედრო თვალსაზრისით.
ორივე ქვეყანა ასევე შეთანხმდა, რომ ჩრდილოეთ სირიის საზღვართან უსაფრთხო ზონა შეიქმნას, რაც მიზნად ისახავს სირიაში მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფებისგან დევნილმა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა თავშესაფარი მიიღონ.