"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე სამსახურეობრივი ავტომობილით კურორტ ბახმაროში ავარიაში მოხდა.
რამდენიმე დღის განმავლობაში გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ავტომობილით გადაადგილდებოდა.
აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გუბერნატორის მძღოლმა ლადო საბაშვილმა გვითხრა, რომ მანქანას მხოლოდ ბუფერი ჰქონდა მოხსნილი, რაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.
"ბუფერი მოვხსენი, რაა ამაში საგანგაშო? კიდევ მოვხსნი, რა პრობლემაა?"- გვითხრა მძღოლმა
"გურია ნიუსი" დაუკავშირდა გურიის გუბარნატორს გია სალუქვაძეს, რომელმაც ჩვენთან საუბრისას უარყო სამსახურეობრივი ავტომანქანით ბახმაროში ავარიაში მოხვედრის ფაქტი, მაგრამ აღიარა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
"ბახმაროში არ მომხდარა, ზესტაფონთან შეეჯახა პატარა მანქანა, მოხდა მცირე ავარია.
საჭესთან იჯდა ჩემი მძღოლი, მე ოზურგეთში ვიყავი თათბირი მქონდა, ლადო ფხიზელი იყო, უბრალოდ ბუფერი იყო გაფუჭებული. ახლა მაცნობა, რომ ავტომანქანა უკვე მწყობრშია, გაკეთებულია და ბახმაროში ამომაკითხავს კიდეც.
ქალაქის მერიის ავტომობილით დავდიოდი, იმიტომ, რომ მანქანა არ მყავდა. ვითხოვე და მათხოვა ბატონმა ბეგიმ." _ გვითხრა სალუქვაძემ.