შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული ელმირა ო. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 7,7707 გრ ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" ამოიღეს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved