რამდენიმე დღის წინ, ბოლო ათწლეულის მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა მამაკაცმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა "როიტერსის" სააგენტოსთან ინტერვიუში გაიხსენა, თუ როგორ გაუმკლავდა ზეწოლას მას შემდეგ, რაც ცნობილი სპორტსმენი გახდა.
"სიმართლე გითხრათ, არანაირი რეაქცია არ მქონია, როცა უიმბლდონზე პირველად გავიმარჯვე და სათავეში ჩავუდექი რეიტინგს. ჩემი წარმატება მოულოდნელი არ ყოფილა, მე წლობით ვემზადებოდი ამისთვის და ურთულესი ეტაპები გავიარე, სანამ საყოველთაოდ ცნობილი გავხდებოდი.
ჩემზე მუდამ ამბობდნენ, რომ ნიჭიერი ვარ და პირველი ჩოგანი გავხდები, თუმცა, მე არ ვაქცევდი ამ ლაპარაკს ყურადღებას, რადგან, ვიცოდი, რომ შრომაა საჭირო. ოქროს შუალედი მაქვს არჩეული და ცხოვრების ასეთ რეჟიმში განვაგრძობ ცხოვრებას". _ განაცხადა როჯერ ფედერერმა.