ბანკ "მორგან სტენლის" ექსპერტების აზრით, უახლოეს წლებში განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის მიღებული ზომების განხორციელების შემდეგ, გლობალურ ეკონომიკას სერიოზული პრობლემები შეექმნება.
სახელმწიფო ხარჯების შემცირება შეუმჩნეველი არ დარჩება და მთლიანი შიდა პროდუქტი მთელ მსოფლიოში დაახლოებით 5 პროცენტით შემცირდება
საკუთარი მოსაზრება აქვს სააგენტო "იუ ბი სის" ექსპერტ პოლ დონოვანს, რომლის აზრითაც, უახლოესი წლების განმავლობაში მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3,5 პროცენტს არ გასცდება.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ზრდის ტემპების შენელების ძირითადი მიზეზი აშშ-ში სამომხმარებლო ბაზარზე მოთხოვნის და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სახელმწიფო ხარჯების შემცირებაა. ეკონომიკური ზრდის ტემპს უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელიც უქმნის პრობლემას როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში.