ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა არქეოლოგებმა, რომლებიც იორკშირის ჩრდილოეთ ნაწილში გათხრებს ატარებდნენ, გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ყველაზე ძველი სახლი აღმოაჩინეს.
სახლი, როგორც დადგინდა, ჯერ ჯიდევ 11 ათასი წლის წინათ არის აშენებული.
ეს ის პერიოდია, როცა ბრიტანეთის კუნძულები ჯერ კიდევ ევროპის კონტინენტის ნაწილი იყო.
უძველესი სახლი ხისაა და მრგვალი ფორმისაა. ეს სახლი ლონდონის ჩრდილოეთით, 300 კილომეტრში მდებარე სთარ-ქარის პროვინციაში იპოვეს. არქეოლოგებმა ის ქვის ხანით დაათარიღეს და დაადგინეს, რომ მანამდე ბრიტანეთში აღმოჩენილ სახლებს შორის უძველესია.
არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ სახლი მონადირეს ეკუთვნოდა, სავარაუდოდ, ისტორიულ სამანს. მეცნიერების თქმით, სთარ-ქარში ქვის ხანაში რელიგიური ცერემონიალებიც ტარდებოდა. ამის დასტურია, ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 50-იან წლებში, ამ ადგილებში აღმოჩენილი ირმის თავები, რომლებიც მონადირეთა უძველეს რიტუალებში გამოიყენებოდა, ასევე, უძველესი მძივები და ირმის კბილებიც.
გარდა ამისა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, ხის საკურთხევლის ტიპის ნაგებობაც, სადაც, სავარაუდოდ, შესაწირავს ინახავდნენ.