საქართველო, მიუხედავად რუსეთის რეზერვაციისა, ნატო-ში შესვლას ესწრაფვის – ამ სათაურით აქვეყნებს BGN NEWS-ი თურქეთში საქართველოს ელჩის, ირაკლი კოპლატაძის Anadolu Agency-სთვის მიცემულ ინტერვიუს.
"გურია ნიუსი" BGN NEWS-ზე გამოქვეყნებული სტატიის თარგმანს გთავაზობთ:
"საქართველოს ელჩი თურქეთში, ირაკლი კოპლატაძე აცხადებს, რომ მისი ქვეყნის სწრაფვა ნატო-ს და ევროკავშირისადმი რუსეთის წინააღმდეგ არ არის განკუთვნილი."_აღნიშნულია სტატიაში.
"2008 წლის რუსეთ-საქართველლოს ომიდან შვიდი წელი გავიდა და საქართველო ისევ ნორმალიზაციის პროცესს ეძებს რუსეთთან დაძაბულობისა და დე-ესკალაციის ფონზე.
როგორც ირაკლი კოპლატაძემ განაცხადა მისი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ძირითადი მიზანი ნატო-ში შესვლაა.
"ნატო-ს წევრობა უპირველესად ნიშნავს საქართველოს საგარეო და პოლიტიკურ უსაფრთხოებას.ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ვარშავის ნატო-ს სამიტზე დადებითად შეაფასებენ საქართველოსთვის დაკისრებულ საშიანაო დავალებას, რომელიც საქართველოს 2014 წელს გამართულ სამიტზე დაევალა."_განაცხადა კოპლატაძემ.
საქართველოს ელჩმა ასევე განაცხადა,რომ თურქეთი არის საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი და ასევე მიესალმება მის ქვეყანას ევროკავშირსა და ნატო-ში.
"გვსურს,სხვა დიდი მეზობლისგან, მსგავსი კონსტრუქციული და მეგობრული ხედვა მათ მეზობლებთან დაკავშირებით. ეს რეგიონში სტაბილურობასა და კეთილდღეობას ხელს შეუწყობს."_განაცხადა ელჩმა.
როგორც ცნობილია,რუსეთი საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების ამბიციას არ ეთანხმება.
"სამწუხაროდ, არ არის ადვილი რუსეთის დარწმუნება, რომ ჩვენ ნატო-ს წევრობა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ კი არა, არამედ ჩვენი მომავალი თაობის კეთილდღეობისთვის და უკეთესი ცხოვრებისთვის გვინდა."_განაცხადა კოპლატაძემ.
გავრცელებული ცნობით, 1960-იან წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობისკენ გადადგმულ ნაბიჯს მოსკოვი ქვეყნის ორ რეგიონში: აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სეპარატისტული ძალების ღია სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერით გამოეხმაურა, რამაც სიტუაციის საომარ მოქმედებებში გადაზრდა გამოიწვია. რასაც დიდი რაოდენობით მსხვერპლი და ასობით ათასი ეთნიკური ქართველის გადაადგილება მოჰყვა.
2008 წლის აგვისტოს დასაწყისში საქართველოს მზარდ ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებს, რამაც თავი ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე იჩინა, რუსეთმა "აგრესიული პოლიტიკის" გეგმის გააქტიურებით უპასუხა, რომლის კულმინაციაც საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედება იყო.
აღსანიშნავია, რომ 2011 წელს რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ქმედება მიმართული იყო საქართველოს ნატო-ში და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების წინააღმდეგ.
"მოსკოვმა საქართველოში შემოჭრის აბსურდული არგუმენტი, რომ დაიცვას მისი ე.წ. მოქალაქეები უკანონო პასპორტიზაციის პოლიტიკით გაამართლა."_დასძინა მან.
"ხუთ დღიანი ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულ იქნა, ქართული მხრიდან 396 ადამიანი დაიღუპა და 1 721-მა მძიმე დაზიანებები მიიღო, ასევე სამხრეთ ოსეთიდან ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა განხორციელდა და 140 000-მდე ქართველი იძულებული გახდა საკუთარი სახლები მიეტოვებინა და უკვე არსებულ დევნილებს შეერთებოდა."_დაამატა კოპლატაძემ.
2008 წლის 12 აგვისტოს, ევროკავშირის სახელით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლას სარკოზმა საქართველოსა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწია. თუმცა რუსეთმა ხელშეკრულება დაარღვია და უკან არ დაიხია.
"სამწუხაროდ, ის რაც ჩვენ ვნახეთ, არ იყო უკან დახევა და დღესაც ათასობით რუსი სამხედროა განლაგებული სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ბაზებზე,"_ განაცხადა კოპლატაძემ.
გამოცემის ინფორმაციით, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად სცნო და რუსეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალების, რკინიგზის და საზღვაო მარშრუტებისა და ინფრასტრუქტურის ზრდა დაიწყო.
კოპლატაძეს თქმით, რუსეთის 60-კილომეტრიანი მავთულხლართების შედეგად ბევრი მოსახლე დაზარალდა. მათი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ბაღები მეორე მხარეს აღმოჩნდა. გარდა ამისა, რუსებმა 3 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, რომლებიც მავთულხლართების მიღმა აღმოჩნდნენ.
როგორც ცნობილია, ბაქო-სუფსის მილსადენიც რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 10 ივლისის შემდეგ აღმოჩნდა.
"ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი და მიმდინარე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობას მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს."_დაძინა ელჩმა.
კოპლატაძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველო ცდილობს სამხრეთ ოსები და აფხაზები ალტერნატივის მოძებნაში დაარწმუნოს.
"დღეს საქართველო ცდილობს სამხრეთ ოსები და აფხაზი ძმები უკეთესი ალტერნატივის არსებობაში დაარწმუნოს, ვიდრე რუსეთთან ასიმილაციაა. ალტერნატივა ეს არის დემოკრატიული ღირებულებები, კარგი განათლების შესაძლებლობა, ღია ბაზარი და თავისუფალი საზოგადოება. ყველა შეღავათი დასავლური ცივილიზაციის და ევროპული საზოგადოების მიერ გათვალისწინებულია."_ აცხადებს ელჩი.
საქართველო უკრაინის მსგავსად მიიღებს ყურადღებასა და დახმარებას თუ საქმე მის ტერიტორიულ მთლიანობას შეეხება.
"2008 წლის 12 აგვისტოს ჩვენ ევროკავშირის შუამავლობით მოვაწერეთ ხელი ექვს პუნქტიან ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც რუსეთმა თავისი ჯარები მოწინავე პოზიციებიდან უნდა გაიყვანოს."_დასძინა მან.
თუმცა, დასავლეთს რუსეთის მიმართ რეაქცია თანდათან უქრება.
"თუ რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკური ზეწოლა გარძელდებოდა,უკრაინის კრიზისის თავიდან აცილება შეიძლებოდა."_ განაცხადა კოპლატაძემ.
კოპლატაძის თქმით, ასობით ათას თურქეთის მოქალაქეს, რომლებიც წარმოშობით ქართველები არიან, შეუძლიათ საქართველოსა და თურქეთს შორის ძმური ურთიერთობა კიდევ უფრო გაზარდონ.
რაც შეეხება თურქ მესხებს, კოპლატაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ევროპის საბჭოს წინაშე შეასრულა თავისი ვალდებულებები.
"6 000 განაცხადი შემოვიდა. რეპატრიანტის სტატუსი 1 533-ს უკვე მიენიჭა, ხოლო 418-მა საქართველოს მოქალაქეობა უკვე მიიღო."_დასძინა მან.
2011 წელს მას შემდეგ რაც შეიქმნა პროექტი "წადი და იხილე" საქართველოს, განსაკუთრებით კი სამცხე-ჯავახეთს, რეპატრიანტთა ექვსი ჯგუფი ეწვია.
"2014 წლის 12 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სტრატეგია იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ, რომლებიც რეპატრიანტთა დაბრუნებას და მათ საზოგადოებაში ინტენგრაციას ცდილობდა."_ დაამატა ელჩმა.
როგორც ცნობილია, 1944 წლის შემდგომ რაც სტალინმა მესხები იძულებული გახადა სამცხე-ჯავახეთი დაეტოვებინათ, მათ სურთ რეპატრიაციის რუკა და ორმაგი მოქალაქეობა.
გამოცემის უწყებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენმა, სამხრეთ კავკასიის ბუნებრივმა გაზსადენმა და მიმდინარე პროექტმა ყარსი-თბილისი-ბაქოს რკინიგზამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში უნდა გაიაროს.




































































