31 აგვისტოს, დილის 4 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანების ცენტრში , ნატანებში მცხოვრები ვასილ გობრონიძის ავტომანქანა "ნივას" ცეცხლი გაუჩნდა.
"ავტომანქანა, სოფელ ნატანებში საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მყავდა დაყენებული, მანქანა შეკეთებას საჭიროებდა, იქვე მანქანის მოხელე ცხოვრობს და დატოვებული მყავდა.
დილით ადრე კი შემატყობინეს, შენი მანქანა დამწვარიაო. იქვე მცხოვრებლებს დაუნახიათ მანქანა რომ იწვოდა და სახნძრო გამოუძახიათ, მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ეს განზრახ მოხდა და ავტომობილი დამიწვეს, რადგან არანაირი საფუძველი არ არსებობდა, იმისა, რომ მანქანას შიგნით გასჩენოდა ცეცხლი"–აცხადებს ვასილ გობრონიძე.