საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, 2009 წელს გამოცემული საიდუმლო ბრძანება, რომელიც უწყების თანამშრომლებს სპეციალური საშვებით სარგებლობის უფლებას აძლევდა, ძალადაკარგულად გამოცხადდა.
"რამდენიმე წუთის წინ ხელი მოვაწერე ბრძანებას 2009 წლის სრულიად საიდუმლო ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ. ახალი, სრულიად საიდუმლო ბრძანება რამდენიმე დღეში ამოქმედდება და მოაწესრიგებს როგორც საშვების გაცემის, ისე მათი გამოყენების, საჭიროების შემთხვევაში კონტროლისა და მათი ჩამორთმევის წესს. გამკაცრდება რეგულაციები და ჩამოყალიბდება ეფექტური მონიტირონგის ქმედითი სისტემა", _ აღნიშნა მღებრიშვილმა.
მინისტრის თქმით, მოქმედი ე.წ "ნარუშილოვკები" ("საგზაო მოძრაობის წესებით გათვალისწინებული აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან განთავისუფლების დამადასტურებელი საშვი) ძალადაკარგულად გამოცხადდება, მფლობელებს ჩამოერთმევა და განადგურდება.
ამავე თემაზე:
მთავარი პროკურატურა საგანგებო განცხადებას ავრცელებს