თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ავთანდილ სუდაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
"ქალაქში არის მნიშვნელოვანი გამოწვევები, განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურული კუთხით. ჩვენ უფრო ეფექტურად უნდა განვავითაროთ თბილისი. შესაბამისად, იქნება ახალი ხელმძღვანელი და სწორედ მასთან ერთად მოხდება ქალაქის ინფრასტრუქტურული განვითარება."- განაცხადა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ ავთანდილ სუდაძემ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დღეს დატოვა.