ფეხბურთის ფედერაციაში გამართული სპორტული დავების განმხილველი ტრიბუნალის სხდომა ადვოკატმა გიორგი მელიქიშვილმა დატოვა.
"სხდომაზე ერთადერთი რამის სათქმელად მივედი, რომ ბატონ დავით მაისურაძეს სხდომის ჩატარების უფლება არ ჰქონდა, რადგან ის არის შპს-ს დირექტორი და არა ტრიბუნალის თავმჯდომარე.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას წესდებაში უწერია, რომ თვითონ განსაზღვრავს ტრიბუნალის შემადგენლობას და თავმჯდომარეს. ერთადერთი ეს ვუთხარი და შემდეგ დავტოვე სხდომა.
თან საქმის დედანიც კი არ აქვთ. მხოლოდ ის სარჩელი აქვთ, რაც ფეხბურთის ფედერაციაში ჩაბარდა. რას იხილავენ, ვერ ვხვდები", – განაცხადა გიორგი მელიქიშვილმა სააგენტო "პირWელთან" საუბრისას.
მელიქიშვილის თქმით, გურიის დელეგატის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე, ტრიბუნალისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, დღეს ტრიბუნალის გამართვის საფუძველი არ არსებობდა:
_ 30 სექტემბრის სპორტული დავების განმხილველი ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას, ან შეცვლას არ ექვემდებარება, _ აღნიშნა მელიქიშვილმა.