დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსის დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი სტუდენტებს შეხვდება. შეხვედრა "NEA სფეროს" ფარგლებში არის დაგეგმილი. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები პირადად მინისტრისგან მიიღონ.
გარემოს ეროვნული სააგენტო სტუდენტებს სპეციალურ სივრცეს სთავაზობს, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ გარემოს ეროვნული სააგენტოს ფუნქციებიდან გამომდინარე მათთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელონ, მოისმინონ სპეციალისტების შეფასებები და პროფესიული ცოდნა აიმაღლონ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თამარ ბაგრატია განცხადებით, სტუდენტებისთვის "NEA სფეროში" განსაკუთრებული გარემო იქნება შექმნილი, სადაც მათ ცოდნისა და გამოცდილების მიღება შეეძლებათ.
"ჩვენ ვთვლით რომ ხელი უნდა შევუწყოთ სააგენტოს ფუნქციებთან დაკავშირებული პროფესიების პოპულარიზაციას, რათა ახალგაზრდებმა სააგენტოს გამოცდილ თანამშრომლებთან ერთად სააგენტოს მომავალი შექმნან, ჩვენ ყველა უმაღლეს სასწავლებელთან ვითანამშრომლებთან და მათ სტუდენტების პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში ჩვენი რესურსებით დავეხმარებით" – გვითხრა თამარ ბაგრატიამ.