იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით "რუსთავი 2"-ის მაუწყებლობას საფრთხე არ უნდა შეექმნას.
მისივე თქმით, უნდა მოხდეს საქმის სამართლებრივ ჭრილში განხილვა და სასამარლომ მოკლე ვადაში უნდა დაასრულოს დავის საკითხის მოგვარება.
წულუკიანის განცხადებით, ეს არის კერძო საქმე და არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების, მათ შორის იუსტიციის მინისტრის საქმე.
_ ემოციები უნდა დაცხრეს და ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ ნორმალურად მუშაობის საშუალება, _ აღნიშნა იუწტიციის მინისტრმა და დასძინა, რომ საჯარო რეესტრთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ყველა პროცედურა დაცული უნდა იყოს.