ჩოხატაურში "საქართველოს ბანკის" ტერმინალი გაძარცვეს. როგორც გვითხრეს 16 000 ლარია წაღებული. ადგილი, სადაც ტერმინალი დგას, პოლიციის გვერდითაა და სამართალდამცავთა შენობას მხოლოდ ცენტრალური გზა აშორებს.
როგორც "გურია ნიუსს" ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოში უთხრეს, მათ შენობას ვიდეო კამერები არ გააჩნია და დანაშაულის აღკვეთაც ამის გამო ვერ მოხერხდა.
პოლიციელთა ეს არგუმენტი მიუღებელია ჩოხატაურელებისთვის, რომლებიც აღნიშნავენ, რომ როცა პოლიცია მისი შენობის პერიმეტრს ვერ აკონტროლებს და ვერ იცავს, ვერც რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას მოახერხებს.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია, თუმცა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით პოლიციას ეჭვმიტანილიც კი არ ჰყავს.