ამ წუთებში სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ის წინ ლევან კობიაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილები. გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ არველაძეს არჩევნების ჩაშლა უნდა:
_ ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს. ამისთვის ვართ აქ მოსულები, _ აღნიშნავენ აქციის მონაწილეები, რომლებიც მათი განცხადებით ქუთაისიდან და ზესტაფონიდანაც ჩამოვიდნენ.
მათი თქმით, კლანური მართველობა უნდა დამთავრდეს:
_ დელეგატებს მოვუწოდებთ, რომ მიიღონ სამართლიანი გადაწყვეტილება, _ ამბობენ აქციის მონაწილეები.
აქციას რევაზ არველაძის ახლობლებიც გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ეს ხელისფლების მიერ მოწყობილი პროვოკაციაა და ხალხი ძალით არის მოყვანილი.
ყრილობა, სადაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი უნდა აირჩიონ ამ დრომდე არ დაწყებულა.