ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის რევაზ არველაძის მოთხოვნით ყრილობა ჯერ არ დაიწყება. ამის შესახებ "გურია ნიუსს" ყოფილმა ფეხბურთელმა და ლევან კობიაშვილის მხარდამჭერმა დავით უგრელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, არველაძის უპირობო მოთხოვნაა, რომ ყრილობა არ დაიწყოს მანამ, სანამ არველაძის მხარდამჭერს და დელეგატს, გეგა გობეჯიშვილს არ გამოუშვებენ, რომელიც პოლიციამ ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით წუხელ დააკავა.
უგრელიძე ამბობს, რომ რევაზ არველაძე დელეგატებზე ზეწოლას ახდენს.