საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს აკეთებს, რომელსაც ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს:
"ბოლო დღეებში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გამართულ მუშაობას შეექმნა პრობლემები. ეს ხდება მედიაში მიმდინარე პროცესების ფონზე, რომლის თაობაზეც დასმულ სერიოზულ კითხვებს ჯერაც არ გასცემია დამაჯერებელი პასუხები.
მოვუწოდებ ყველა მხარეს, ვისაც პირდაპირ ან ირიბად ეხება ეს საკითხები, გასცეს ნათელი პასუხები დასმულ კითხვებს და ახსოვდეს, რომ თავისუფალი მედია არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს უზენაესი ღირებულება", _ აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.