ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის საარჩევნო ყრილობა სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში ამ წუთებში მიმდინარეობს.
ყრილობას ესწრებიან სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატები, დელეგატები, ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები, უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტი და უეფა-ს სხვა წარმომადგენლები.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა