ეს არ არის მარტო ჩემი გამარჯვება, ეს ქართული ფეხბურთის გამარჯვებაა, _ ეს განცხადება სფფ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ამ წუთებში გააკეთა.
მისი თქმით, "საფეხბურთო ოჯახში მტერი არ არსებობს, ეს ყველას გამარჯვებაა".
"რეზი, მამუკა, მადლობას გიხდით მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სხვადასხვა მხარეს ვიყავით. მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს. ვიცი, რომ ეს არ იქნება იოლი გზა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თქვენთან ერთად, ვ ისაც ფეხბურთის მომავალი ადარდებს, ყველაფერს შევძლებთ", _ განაცხადა კობიაშვილმა.