ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაბა ლაითურში იმყოფებიან.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის უფროსის, ეკა მგელაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დღეს მომხდარმა სტიქიამ დაბა ლაითურში 20 -მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი და კერძო სახლი დააზიანა. უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის გამო მოგლეჯილია მრავალწლოვანი ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები. ასევე ქარსაფარ ზოლში წაქცეული ხეები.
მობილიზებულია სპეცტექნიკა, სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა გზები უკვე გაწმინდეს. სპეციალური კომისია ზარალის დათვლას ხვალ დილიდან შეუდგება.
ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არ წვიმს.