ქალაქ ოზურგეთში, "ჭადრების ბაღში", კინო-თეატრის კედლებზე პოლიციის მისამართით შეურაცხმყოფელი წარწერები გამოჩნდა.
აღნიშნულ საკითხზე, "გურია ნიუსი" ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ კედლებს, სადაც წარწერებია, მალე გაასუფთავებენ.
"ქალაქ ოზურგეთის მერმა, ბეგლარ სიორიძემ შესაბამის სამსახურებს დაავალა და წარწერებს გაასუფთავებენ კედელზე", _ გვიპასუხეს პრესსამსახურში.