გიუნტერ მეოთხე მსოფლიოში ერთადერთი ძაღლია, რომლის ქონება 300 მილიონ დოლარს აჭარბებს.
დიდძალი ქონება ძაღლმა მამისგან, გიუნტერ მესამისგან მიიღო, რომელსაც ყოფილმა პატრონმა, ექსცენტრიკულმა ავსტრიელმა მილიონერმა ქალმა გრაფინია შარლოტა ლიბენშტაინმა დაუტოვა.
ანდერძით მან მთელი ქონება საყვარელ ძაღლს დაუტოვა.
გერმანული ნაგაზის ჯიშის ოთხფეხა არსების ამჟამინდელი ქონება 372 მილიონ დოლარს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ საქმეების წარმოებაში გიუნტერს, შარლოტას ერთგული ადვოკატები ეხმარებიან.