ლანჩხუთის სამხატვრო სკოლას აწ გარდაცვლილი მხატვრის ვილი ბარამიძის სახელი მიენიჭა.
სკოლისთვის ვილი ბარამიძის სახელის მინიჭების თხოვნით მუნიციპალიტეტის საკრებულოს პედაგოგიურმა კოლექტივმა წერილობით რამდენიმე თვის წინ მიმართა. მაშინ საკითხი განსახილველად სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიას დაეწერა, თუმცა ობიექტურ მიზეზთა გამო იმ ეტაპზე არ მოხერხდა გადაწყვეტილების მიღება.
"მხატვრის პიროვნული თვისებებიდან თუ პროფესიული ღვაწლიდან ნამდვილად ღირსეული გადაწყვეტილებაა მიღებული, ის პიროვნულად ძალიან დადებითი ადამიანი იყო. თანაც, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბატონ ვილის ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ლანჩხუთში სამხატვრო სკოლის შექმნაში“, – აცხადებენ იდეის ინიციატორები.