ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მოისმინეს ცვლილების თაობაზე, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესს ეხება. საკითხი "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების, სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ", _ გამგებლის მოადგილემ არჩილ ყაზაიშვილმა წარმოადგინა. მან განმარტა, რომ 2012 წლის მაისში წინა საკრებულოს მიერ მიღებული იყო დადგენილება, რომლის მიხედვით გეოგრაფიულ სახელდებას თავად საკრებულო განსაზღვრავდა. ახალი დებულების თანახმად, ნუმერაციას მოახდენს მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულო მხოლოდ სახელწოდებას მიანიჭებს," _ თქვა მან.
საკითხის საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას უკლებლივ ყველა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.