https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩ დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩ დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რაში დახარჯა საქართველომ 2008-2015 წლებში 14,6 მლნ დოლარი

19:10; 7.10.2015
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) აშშ-ში საქართველოს ლობისტურ საქმიანობაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2008-2015 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე სულ დაიხარჯა 9,585,115.04 აშშ დოლარი, ხოლო სხვადასხვა კერძო პირებისა და პარტიების მიერ იმავე პერიოდში დაიხარჯა 5,270,490.09 აშშ დოლარი.

ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა, 7.2 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა 2012 წელს. აღნიშნული მეტწილად განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ საქართველოში ამ პერიოდში საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობდა და სახელმწიფო უწყებებთან ერთად ლობისტური საქმიანობის დაფინანსებაზე ხარჯები გაწია ასევე ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა ჯგუფმა.

ამ წლების განმავლობაში გამოიკვეთა სამი ყველაზე მსხვილი აქტორი, ვინც აშშ-ში ლობისტურ საქმიანობას ეწეოდა: საქართველოს მთავრობა, ეროვნული უშიშროების საბჭო და ბიძინა ივანიშვილი, რომლებზეც ჯამურად მოდის 2008-2015 წლებში გადახდილი მთლიანი თანხის 98%, ანუ 14,6 მლნ აშშ დოლარი.

როგორც IDFI-ს ანალიზი ცხადყოფს, აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ასი ათასობით აშშ დოლარი ირიცხება, რის შესახებ ინფორმაციაც საქართველოში ფაქტობრივად ხელმიუწვდომელია. რასაკვირველია, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლოა დავის საგანს წარმოადგენდეს, თუ რამდენად საჯარო უნდა იყოს ქვეყნის ლობისტურ საქმიანობაზე გაწეული ხარჯები. თუმცა, აშშ-ს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის მაგალითზე შეიძლება რამდენიმე არგუმენტის მოყვანა მეტი საჯაროობის სასარგებლოდ.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს უცვლელად გთავაზობთ: 

არავისთვის უცხო არ არის ის, რომ ლობისტური საქმიანობის მიზანია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენა. გამონაკლისი ამ მხრივ არც საქართველოა. საქართველოს როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ). შესაბამისად, აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე ყოველწლიურად ჩვენი ქვეყნიდან ასობით ათასი აშშ დოლარი ირიცხება.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) დიდი ხნის მანძილზე აკვირდება აშშ-ში საქართველოს ლობისტურ საქმიანობას და გთავაზობთ ანალიტიკური სტატიების სერიას ამ თემაზე. აღნიშნული კვლევისთვის IDFI იყენებს შემდეგ წყაროებს: საჯარო ინფორმაციის მოთხოვნები, www.fara.gov-ზე არსებული მონაცემთა ბაზა და ასევე ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია Sunlight Foundation-ის პროექტ Influence Explorer-ის ფარგლებში შექმნილი მონაცემთა ბაზა.

აღნიშნული კვლევისთვის პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“ ფარგლებში IDFI-მ 2014 წლის 18 ივლისს გაუგზავნა სამი წერილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს მთავრობის კანცელარიას. IDFI თითოეული დაწესებულებიდან ითხოვდა აშშ-ს ლობისტურ კომპანიებთან და ასევე სხვა უცხო ქვეყნებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასლებს 2008-2013 წლებისთვის.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოდან 2014 წლის 24 ივლისს მიღებული პასუხის თანახმად, ლობისტურ საქმიანობებთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ხოლო საჯარო სახით ხელმისაწვდომია მხოლოდ ის ხელშეკრულებები, რომლებიც განსაიდუმლოვდა ეროვნული უშიშროების საბჭოს 2010 წლის 1 ივლისის 8-გ/შ სხდომის ოქმის რეკომენდაციისა და უშიშროების საბჭოს მდივნის 2012 წლის 5 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე, სულ 22 ხელშეკრულება. თუმცა, ამ პასუხშივე არის აღნიშნული, რომ ხელშეკრულებების ელექტრონული ვერსიები ხელმისაწვდომია აშშ იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე www.fara.gov.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, მიუხედავად იმისა, რომ IDFI 2014 წლის 18 ივლისს გაგზავნილი წერილით ითხოვდა 2008-2013 წლებში ლობისტურ კომპანიებთან საქართველოს მთავრობის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების ასლებს, ინსტიტუტმა პასუხად მიიღო მხოლოდ 2006 წელს გაფორმებული ორი ხელშეკრულება, რომლებიც განსაიდუმლოვდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 სექტემბრის №27 განკარგულებით.

ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მათთან მოთხოვნილი ინფორმაცია დაცული არ არის.

უნდა აღინიშნოს, რომ ლობისტური საქმიანობის შესახებ ინფორმაციაზე წვდომის პრაქტიკა საქართველოსა და აშშ-ში კარდინალურად განსხვავებულია. თუკი საქართველოში ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან ლობისტურ საქმიანობაზე გაწეული ხარჯები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაში, განსაიდუმლოების შემდეგ ხდება საჯაროდ ხელმისაწვდომი, აშშ-ში 1938 წლიდან მოქმედი კანონმდებლობით (The Foreign Agents Registration Act, FARA) ყველა მონაცემი რაც უკავშირდება უცხო ქვეყნებიდან ამერიკაში მოქმედ ლობისტურ კომპანიებთან ურთიერთობის საკითხებს უნდა იყოს ხელმისაწვდომი და საჯარო. აღნიშნული აქტის მიხედვით ლობისტური კომპანიები ან პირები არა მხოლოდ არეგისტრირებენ საკუთარ კავშირებს სხვა ქვეყნებთან და ასაჯაროებენ დადებულ ხელშეკრულებებს, არამედ ყოველ ექვს თვეში ერთხელ ანახლებენ ინფორმაციას გაწეული მომსახურებისა და მიღებული საფასურის შესახებ. შესაბამისად, აღნიშნული აქტის ფარგლებში აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.fara.gov განთავსებულია როგორც აშშ-ს კონგრესისთვის წარდგენილი 6-თვიანი ანგარიშები, ისე ლობისტური კომპანიების საქმიანობის დოკუმენტაციის მონაცემთა ბაზა.

კონგრესისთვის წარდგენილი ანგარიშებიდან შესაძლებელია ამომწურავი ინფორმაციის მიღება, თუ რომელი ქვეყანა ან იურიდიული პირი რომელი კომპანიების საშუალებით ახორციელებს ლობისტურ საქმიანობას აშშ-ში. სწორედ ამ ანგარიშებიდან ირკვევა, რომ საქართველო აშშ-ში ლობისტურ საქმიანობას ეწევა 1991 წლიდან. მაშინ ერთადერთი კონტრაქტი საქართველოს გაფორმებული ქონდა John Adams Associates-თან და აქტივობები მოიცავდა საქართველოს მთავრობისთვის კონსულტაციების გაწევას აშშ-ს კერძო და საჯარო სექტორებთან ურთიერთობის ფარგლებში, ასევე დახმარებას ვაჭრობის, ტურიზმის, მარკეტინგისა და სხვა სფეროებში. გარდა ამ დახმარებისა, კომპანიამ საკუთარ ოფისში გახსნა საქართველოს საინფორმაციო ცენტრი. გაწეული მომსახურებისთვის საქართველოს მთავრობამ კომპანიას 1991 წლის დეკემბერში გადაუხადა 132,000 აშშ დოლარი.

საქართველოს ლობისტური საქმიანობა აშშ-ში

არსებული ღია წყაროების საფუძველზე IDFI-ის მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი საქართველოს (როგორც სახელმწიფო ისე ფიზიკური და იურიდიული პირების) ლობისტური საქმიანობა აშშ-ში 2008 წლიდან დღემდე. ამ პერიოდში საქართველოდან სულ 9 დაწესებულება/პირი იღებდა აშშ-ში ლობისტური კომპანიების მომსახურებას.

1. საქართველოს მთავრობა
2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
3. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო
4. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი
5. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
7. ბიძინა ივანიშვილი, ქართული ოცნება და თავისუფალი დემოკრატები
8. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
9. სალომე ზურაბიშვილის საინიციატივო ჯგუფი

აღნიშნული დაწესებულებებისა და პირების ინტერესების წარმოსაჩენად 2008-2015 წლებში დაქირავებული იყო სულ 19 სხვადასხვა ლობისტური კომპანია და მათი ქვეკონტრაქტორი. მათ შორის აგრეთვე ლობისტად დარეგისტრირებული იყო თედო ჯაფარიძე, რომელიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების“ პარტიული სიით გახდა პარლამენტის წევრი.

როგორც აშშ-ს კონგრესისთვის წარდგენილი ანგარიშებიდან ირკვევა, 2008-2015 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე სულ დაიხარჯა 9,585,115.04 აშშ დოლარი, ხოლო სხვადასხვა კერძო პირებისა და პარტიების მიერ იმავე პერიოდში დაიხარჯა 5,270,490.09 აშშ დოლარი.


როგორც ზემოთ მოცემული გრაფიკიდან აშკარაა, ჯამურად წლის მანძილზე ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა, 7.2 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა 2012 წელს.აღნიშნული მეტწილად განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ საქართველოში ამ პერიოდში საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობდა და სახელმწიფო უწყებებთან ერთად ლობისტური საქმიანობის დაფინანსებაზე ხარჯები გაწია ასევე ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა ჯგუფმა.

ამ წლების განმავლობაში გამოიკვეთა სამი ყველაზე მსხვილი აქტორი, ვინც აშშ-ში ლობისტურ საქმიანობას ეწეოდა: საქართველოს მთავრობა, ეროვნული უშიშროების საბჭო და ბიძინა ივანიშვილი, რომლებზეც ჯამურად მოდის 2008-2015 წლებში გადახდილი მთლიანი თანხის 98%, ანუ 14,6 მლნ აშშ დოლარი.

აღნიშნული სამი მსხვილი მოთამაშის მიერ წლების განმავლობაში აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე გაწეული ხარჯები მოცემულია ქვევით გრაფიკზე:

როგორც ზემოთ წარმოდგენილი გრაფიკიდან თვალნათლივ ჩანს, ერთი წლის მანძილზე ყველაზე მეტი თანხა 2008 წლიდან დღემდე გადახდილი აქვს ბიძინა ივანიშვილს. თუმცა, ბიძინა ივანიშვილმა ლობისტური საქმიანობა დაიწყო მხოლოდ 2011 წლის ბოლოდან (როდესაც პოლიტიკაში მოსვლა დააანონსა) და შეწყვიტა 2012 წელს. რაც შეეხება საბიუჯეტო სახსრების მიმართვას ლობისტურ საქმიანობაზე, მოცემული წლების განმავლობაში ჯამურად ყველაზე დიდი თანხა 6,6 მლნ აშშ დოლარი გადახდილი იქნა ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ.

ზემოთ მოცემული სამი მსხვილი მოთამაშის გარდა, დარჩენილი 1,8 მლნ აშშ დოლარი ამ წლების განმავლობაში 6 მოთამაშეზე ნაწილდება (პრემიერ-მინისტრის აპარატი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სალომე ზურაბიშვილი).

პრემიერ-მინისტრის აპარატის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და თავდაცვის სამინისტროს შემთხვევაში ლობისტური კომპანიების ძირითადი საქმიანობები მოიცავდა საქართველოს ოფიციალური პირების შეხვედრების ორგანიზებას, საქართველოს შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, აშშ-ს მედიასთან ურთიერთობას, საქართველოს თავდაცვითი და საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ დისკუსიების ორგანიზებას და ა.შ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემთხვევაში 2011-2012 წლებში ლობისტური კომპანიისთვის გადარიცხული თანხები ძირითადად მოხმარდა პროექტის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” („Teach and Learn with Georgia“) შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. პროექტი, რომელიც 2010 წელს დაიწყო, გულისხმობდა საქართველოში ინგლისური ენის მოხალისე მასწავლებლების ჩამოყვანას. ლობისტური კომპანიის დახმარებით განათლების სამინისტრომ პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა როგორც აშშ-ს მედიას, ისე სენატორებსა და კონგრესმენებს. აღნიშნულ საქმიანობებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2011 წელს გადაიხადა 20,000 აშშ დოლარი, ხოლო 2012 წელს – 50,041.7 აშშ დოლარი, სულ – 70,041.70 აშშ დოლარი.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ლობისტური კომპანია ეხმარებოდა პარტიის მოსაზრებების, მიზნების, პოზიციებისა და პროგრამების აშშ-ს ისეთ აუდიტორიამდე მიწოდებაში, როგორიცაა კონგრესის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულებები ა.შ. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 2014 წელს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ აშშ-ში განხორციელებულ ლობისტური საქმიანობაზე გაწია 42,000 აშშ დოლარის ხარჯი.


რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მისი ლობისტური საქმიანობა დაახლოებით 10 დღეს მოიცავდა 2013 წლის აგვისტოს ბოლოდან. სწორედ ამ პერიოდში სალომე ზურაბიშვილი აპირებდა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა ორმაგი მოქალაქეობის გამო 2013 წლის სექტემბრის დასაწყისში ცესკო-მ მისი კანდიდატურის დარეგისტრირებაზე უარი განაცხადა და ამავდროულად შეწყდა მისი აშშ-ში ლობისტური საქმიანობაც. სალომე ზურაბიშვილმა ლობისტურ საქმიანობაზე 2013 წლის აგვისტოდან სექტემბრის დასაწყისამდე გაწია 6,000 აშშ დოლარის ხარჯი.

განსაკუთრებით საინტერესოა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხების შედარება 2012 არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ. როგორც ხელმისაწვდომი მონაცემებიდან ირკვევა, 2012 წლის არჩევნებამდე 2,73-ჯერ მეტი საბიუჯეტო თანხა იხარჯებოდა აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე, ვიდრე არჩევნების შემდეგ.  

ასევე საინტერესოა, რომ ხელისუფლების შეცვლამდე ლობისტურ საქმიანობაში ჩართული იყო გაცილებით მეტი სახელმწიფო სტრუქტურა – საქართველოს მთავრობის გარდა ლობისტურ კომპანიებს თანხებს ურიცხავდნენ ეროვნული უშიშროების საბჭო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პრემიერ-მინისტრის აპარატი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო. ხოლო არჩევნების შემდეგ, ლობისტურ საქმიანობაზე მხოლოდ საქართველოს მთავრობას აქვს გადარიცხული თანხები.

საინტერესოა, რომ როგორც www.fara.gov-ზე ხელმისაწვდომი დოკუმენტებიდან ირკვევა, 2012 წელს იყო გაფორმებული კიდევ ორი ხელშეკრულება – საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის მიერ 320,000 აშშ დოლარის ოდენობით, და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 200,000 აშშ დოლარის ოდენობით. თუმცა, როგორც ბაზაშია მითითებული, ორივე კონტრაქტი მცირე ხანში გაუქმდა, და აღნიშნული თანხების შესახებ არც ანგარიშებშია ნახსენები რაიმე.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წელს ერთ-ერთი ლობისტური კომპანიის, Gregory A. Maniatis-ის ქვეკონტრაქტორი კომპანია Fianna Strategies ახორციელებდა ლობისტურ საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდასაჭერად, რისთვისაც თანხები მიიღო Gregory A. Maniatis-გან. თუმცა, თავად Gregory A. Maniatis ფინანსდებოდა ეროვნული უშიშროების საბჭოდან.

როგორც FARA-ს მონაცემებით ირკვევა, აშშ-ში ლობისტური საქმიანობით სარგებლობდნენ ასევე სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთავრობები. ხელშეკრულებების გაცნობის შედეგად ცხადი ხდება, რომ სეპარატისტული რეჟიმების ლობისტური კამპანიები მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ. სულ 2009-2011 წლებში გაწეული ლობისტური მომსახურებისთვის აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას გადახდილი აქვს 430,000 აშშ დოლარი, ხოლო სამხრეთ ოსეთს იმავე პერიოდში – 457,850 აშშ დოლარი.

დასკვნა

როგორც ზემოთ მოცემული ანალიზი ცხადყოფს, აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ასი ათასობით აშშ დოლარი ირიცხება, რის შესახებ ინფორმაციაც საქართველოში ფაქტობრივად ხელმიუწვდომელია. რასაკვირველია, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლოა დავის საგანს წარმოადგენდეს, თუ რამდენად საჯარო უნდა იყოს ქვეყნის ლობისტურ საქმიანობაზე გაწეული ხარჯები. თუმცა, აშშ-ს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის მაგალითზე შეიძლება რამდენიმე არგუმენტის მოყვანა მეტი საჯაროობის სასარგებლოდ.

ათეულობით დოკუმენტის შესწავლის შედეგად თამამად შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომი დოკუმენტები (კონტრაქტები, გადარიცხული თანხების რეესტრი, განხორციელებული აქტივობების აღწერილობა) უმეტესწილად არ შეიცავს ისეთ სენსიტიურ ინფორმაციას, რომლის გასაჯაროებაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ზიანს მიაყენებდა. ინფორმაცია მოცემულია განზოგადებული სახით, მაგ. მითითებულია შეხვედრებში მონაწილე პირები და ზოგადი მიზნები, ან თემები, როგორიცაა „ურთიერთობა საქართველოსა და აშშ-ს შორის“ ან „საქართველოში მიმდინარე არჩევნები“, მაგრამ არ არის დაკონკრეტებული საკითხები და შედეგები. იშვიათ შემთხვევებში მოცემულია დაგზავნილი პრეს-რელიზების ან ოფიციალური წერილების ნიმუშები.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წელს IDFI წერდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული 2012 წელს საზღვარგარეთის ქვედანაყოფებში განხორციელებული შიდა აუდიტორული შემოწმების ანგარიშების შესახებ. აღნიშნულ ანგარიშებში სხვა დარღვევებს შორის იყო აგრეთვე გაურკვეველი ლობისტების თანხის სახით 2006 წელს გადარიცხული 120 000 აშშ დოლარი. სწორედ მსგავსი დარღვევების თავიდან აცილებისთვის არის მნიშვნელოვანი მეტი პროაქტიული გამჭვირვალობა.

ამას გარდა, გამომდინარე იქიდან, რომ აშშ-ში ლობისტური საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაცია უკვე დიდი ხანია ხელმისაწვდომია ღია წყაროების სახით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ ინფორმაციის დამალვა აზრს მოკლებულია. ამავე პოზიციას ამყარებს IDFI-ის მიერ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოდან მიღებული პასუხი, სადაც აღნიშნულია, რომ ის ინფორმაცია, რაც გასაიდუმლოებულია საქართველოში, ხელმისაწვდომია აშშ-ს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში www.fara.gov.

წყარო

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

კახა კალაძე ოპოზიციაზე: ისინი დადგნენ მაღალი ფასების მხარეს

14:42; 26 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქცია “ევროპელი სოციალისტები” შეიქმნა

13:36; 26 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

11:30; 26 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

“მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება” – კახა კალაძე

10:10; 26 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – გუნდის ყოფილი წევრები აფინანსებდნენ ხაბეიშვილს, „ტვ პირველის” კონკრეტულ ე.წ. ჟურნალისტებს

09:55; 26 დეკემბერი, 2025

სასჯელაღსრულების სამინისტროში სახალხო დამცველის ანგარიშს ეხმაურებიან

საქართველო-ნამიბიის რაგბის ნაკრებების თამაშისას შელაპარაკება მოხდა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

კახა კალაძე ოპოზიციაზე: ისინი დადგნენ მაღალი ფასების მხარეს

14:42; 26.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის წიგნის კუთხეები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ქმნის განათლების შესაძლებლობებს

14:26; 26.12.2025
ფინანსები

2026 წლის მთავარი დოკუმენტი ერთხმად დამტკიცდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში

13:41; 26.12.2025
პოლიტიკა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქცია “ევროპელი სოციალისტები” შეიქმნა

13:36; 26.12.2025
საზოგადოება

ორბელიანის მოედანზე რამდენიმე მანქანა დაიწვა

13:26; 26.12.2025
ფინანსები

დავით დარჩია: “ქვეყანა ეკონომიკური აღმავლობის ფაზაშია”  

12:37; 26.12.2025
საზოგადოება

“ასეთი ტკივილი ერთ სოფელს იშვიათად დაატყდება თავს” _ ჩოხატაურში ახალგაზრდებს გლოვობენ

12:02; 26.12.2025
საზოგადოება

“დაგეგმილია სამუშაოები მრავალი მიმართულებით” _ რომელმა კომპანიამ განახორციელებს ზედამხედველობას

11:45; 26.12.2025
საზოგადოება

“ავადმყოფობამ საახალწლოდ შემოგვიტია” _ ოზურგეთში აფრიკული ცხელებით კვლავ ბევრი ღორი დაიხოცა

11:43; 26.12.2025
ფინანსები

ტენდერი ბენეფიციარების კვებისთვის

11:40; 26.12.2025
ფინანსები

მერიასა და საკრებულოში ხელფასები იზრდება

11:38; 26.12.2025
პოლიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

11:30; 26.12.2025
ზაფრანი

ვისთვის იქნება 2026 წლის იანვარი განსაკუთრებით წარმატებული

11:00; 26.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩ დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი “ბიზნეს პროფაილინგი” დაემატა

10:35; 26.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩ დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025
0

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო