საქართველო-ნამიბიის ნაკრებების თამაშისას მოედანზე მცირე შელაპარაკება მოხდა.
დაპირისპირება მორაგბეებს შორის რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა და ქართველი მორაგბის დაჯარიმებით დასრულდა.
შეგახსენებთ, მატჩის 28-ე წუთი მიმდინარეობს და ნამიბიის ნაკრები ბორჯღალოსნებს 6 ქულით უგებს.
ბორჯღალოსნები დღეს მსოფლიო თასზე ნამიბიას წინააღმდეგ ბოლო, გადამწყვეტ მატჩს მართავენ. გამარჯვების შემთხვევაში ქართველ მორაგბეთა ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე მოხვდება.
ბრიტანული პრესის ინფორმაციით, თამაშს პრინცი ჰარი ესწრება.