5 ოქტომბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და გამგეობამ, საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირმა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირებმა, მასწავლებლებს დაუვიწყარი ღონისძიება შესთავაზეს ღია ცის ქვეშ, კულტურის ცენტრის ეზოში.
ეს დღე კარგა ხანია არავის გახსენებია, ამიტომ ამაგდარი პედაგოგები ემოციებს ვერ მალავდნენ და ისე იხდიდნენ მადლობას.
ღონისძიების დასასრულს, მასპინძლები ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ მასწავლებლებს.