ქაცვის ნაყოფი მდიდარია პოლივიტამინებით. მასში დიდი რაოდენობითაა შაქარი, ორგანული მჟავები, ვიტამინები: A1, B1, B2, C, E, კაროტინი, თიმინი და რიბოფლავინი. ქაცვის ქერქი შეიცავს სეროტონინს, რომელიც ებრძვის სიმსივნის განვითარებას.
ქაცვი გამოიყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. ნაყოფის ნახარშს ხალხურ მედიცინაში იყენებენ კუჭის დაავადების დროს. ტოტებისა და ფოთლების ნახარშს – კუჭის აშლილობისას, თესლის ნახარშს კი – როგორც საფაღარათო საშუალებას.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ და დამწვრობის დროს კარგია ქაცვის ზეთი. ის მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, ხელს უწყობს უჯრედების ეპითელიზაციის პროცესს, აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
მისი მიღება რეკომენდებულია ეროზიული და წყლულოვანი პროქტიტების, ნახეთქების, კატარული და ატროფირებული პროქტიტების, ქრონიკული ენტეროკოლიტის, ქრონიკული ტონზილიტისა და პაროდონტოზის მკურნალობის დროს. ქაცვის ზეთის დალევა კარგია სიმსივნეთა მკურნალობის დროს ჩატარებული ქიმიოთერაპიის პარალელურად – 1 სადილის კოვზი, დღეში 3-ჯერ.