საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პატიმრების მორიგი შეწყალება განახორციელა. ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე წუთის წინ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე პრესკონფერენციისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის შეწყალება 152 მსჯავრდებულს შეეხო. აქედან 14 ქალბატონია; 8 არასრულწლოვანი.
როგორც ქორიძემ განაცხადა,103 მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღეს დატოვებს. 49 პატიმარს კი, სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდა. აქედან 7 ქალსა და 2 არასრულწლოვანს.
ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების საკითხთა კომისიის მიერ მიწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო.
კომისიის სხდომა 2015 წლის 28-30 სექტემბერს გაიმართა, რომელმაც 910 პირის საქმე განიხილა.
ქორიძის განცხადებით, ძირითადად შეწყალებულები არიან ნარკოტიკების შეძენა-შენახვისა და მოხმარებისთვის მსჯავრდებულ პირები.