საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ ახალი პოლიტიკური პარტია შექმნა. პარტიის პრეტეზანცია დღეს თბილისში გაიმართა. "საქართველოს მშვიდობისთვის" – ეს სახელი შეურჩიეს დამფუძნებელებმა ახალშექმნილ პოლიტიკურ გაერთიანებას. პარტიის პირველ ყრილობაზე მრავლად იყვნენ ცნობილი პოლიტიკური სახეები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ აქ დავით თევზაძის მხარდასაჭერად იმყოფებოდნენ.
"პოლიტიკურ სპექტრს ჭირდება ახალი ძარღვი და ვფიქრობ, რომ ამ სიახლის შემოტანა ჩვენ, ვინც აქ ვიმყოფებით, შეგვიძლია."– განაცხადა პარტიის დამფუძნებელმა.
"რეალური და არა მოჩვენებითი მშვიდობა, " "რეალური და არა მოჩვენებითი დასაქმება," "რეალური და არა მოჩვენებითი კეთილდღეობა" – ასეთია პარტიის ძირითადი მესიჯები ამომრჩეველისადმი.
პარტია აქტიურ პოლიტიკაში უკვე წლის ბოლოსთვის გამოჩნდება. მისი ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.