მოსამართლე ბიძინა სტურუას გადაწყვეტილებით, ლანჩხუთის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი სასამართლომ ნაწილობრივ გაამართლა. მოსამართლემ დაავალდებულა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაზა ურუშაძეს, დააკონკრეტოს, რა მიზეზით მოხდა ზენაიშვილის გათავისუფლება თანამდებობიდან. ასევე გამგეობას დაეკისრა სასამართლო ბაჟის – 100 ლარის გადახდა.
მოასამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტი შოთა ჩაგუნავა, რომლის თქმით, სასამართლო დავა შემდეგ ეტაპზე გაგრძელდება, რადგან ზაზა ურუშაძემ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.
მოუწევს თუ არა ზაზა ურუშაძეს განმარტოს მოტივი, რატომ გაათავისუფლა თანამდებობიდან პირველი მოადგილე, ამას მოგვიანებით გავიგებთ.