"ვატარებ ღიმილს და ვაგროვებ პოზიტივს“_ ეს გივიკო დიდიას ფეისბუქის პოსტია. თუმცა, მხოლოდ პოსტი არა _ ის ასეთია.
გივიკო ჩოხატაურში დაიბადა და გაიზარდა… მას აქ წარდგენა არ სჭირდება _ ყველა იცნობს, როგორც ნიჭიერ მომღერალს, წამყვანს და კარგ ახალგაზრდას! თუმცა, როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ასეთი ახალგაზრდა მშობლიურ რაიონში დაასაქმონ და მისი ნიჭი გამოიყენონ.
იგი ახლა დედაქალაქში ცდილობს ცხოვრების გზის გაკვლევას. გული წყდება, რომ ჩოხატაურში მისი ადგილი არ აღმოჩნდა. იმედი აქვს, რომ ამის დროც მოვა, მანამდე კი ჩოხატაურელებს სითბოს და სიყვარულს სოციალურ ქსელში განთავსებული სტატუსებით და სიმღერებით უზიარებს.
აღსანიშნავია, რომ გივიკოს სიმღერები, როგორც ფეისბუქში, ასევე იუთუბზე დიდი მოწონებით სარგებლობს. მას თაყვანისმცემლების საკმაოდ დიდი არმიაც ჰყავს, რომელსაც მალე "ივლიტას ბიბლიოთეკაც" უმასპინძლებს.






























































